ტეგების ღრუბელი
პოპულარული

В виде календаря В виде списка ჩანაწერების არქივი

 

 
» გვერდი 18
0

ზურას და მაიას ქორწილი



gadagebulia: 2.05.09
video gadageba: ზურაბ კაკალაშვილი
foto gadageba: ნინო მექვაბიძე
montaji: ნინო მექვაბიძე

0

ნიკას და მარის ქორწილი




ვიდეო გადაღება: ზურაბ კაკალაშვილი
ფოტო გადაღება: ნინო მექვაბიძე
მონტაჟი: ნინო მექვაბიძე

0

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ
თანამედროვე საპატარძლოები სულაც არ ტირიან ქორწილის წინ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულები არიან და ცდილობენ გათხოვებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გაატარონ. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გოგონების თავშეყრა, როგორიც მოგესურვებათ...

შეიძლება დაქალებს სახლში მოუყაროთ თავი, ან კაფეში წახვიდეთ, ან სულაც ბუნებაში. მთავარი წესია: მამაკაცების გარეშე გართობა.
რა თქმა უნდა ეს შეკრება იმისათვისაა საჭირო, რომ საპატარძლომ უკანასკნელად გაატაროს დრო თავისუფალი გოგონას რანგში, დატკბეს თავისუფლებით, რადგან ხვალიდან იგი სულ სხვა ადამიანი იქნება, და ამის შემდეგ ყველა მისი მოქმედების მეუღლესთან შეთანხმება მოუწევს. ასეთი თავშეყრა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სახლში, ასევე საუნაში, ლუდისა და მასაჟისტი ბიჭების თანხლებით.

არ არის აუცილებელი ამ თავშეყრის მაინც და მაინც ქორწილის წინა დღეს გაკეთება, რადგან მეორე დღეს შესაძლოა პატარძალი და მისი დაქალები გამოუძინებლები და გადაღლილები იყვნენ. უკეთესია ეს დრო რაციონალურად გამოიყენოთ და ქორწილისათვის მოემზადოთ.

შეიძლება რამდენიმე თავშეყრის მოწყობა: ერთი სამსახურში – კოლეგებისათვის, მეორე – დაქალებისათვის, მესამე ნათესავების ან მეზობლებისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნებაზე და შესაძლებლობაზე.

სამოსის შერჩევა გოგონების თავშეყრისათვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გაიმართება ეს ღონისძიება.

ქალთა საზოგადოებაში შესაძლებელია ცოტა მოდუნება და ბუნებრივობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ ეცდებით ბიჭების თავშეყრის ადგილზე მოხვედრას თქვენს საქმროსთან. დაე გაატაროს საკუთარი თავისუფლების უკანასკნელი დღე, როგორც მას მოესურვება. თქვენ კიდევ ბევრი დრო გექნებათ ერთად მოაწყოთ დღესასწაულები.

თუ მხოლოდ ერთი დაქალი გყავთ, მაგრამ ძალიან ახლობელი, ძალიანაც კარგი. არამგონია მოწყენის საშუალება გქონდეთ. თქვენ ხომ იმდენი რამ გექნებათ სალაპარაკო... შეგიძლიათ ნათესავებთან წახვიდეთ სტუმრად – ესეც თავშეყრის ერთ-ერთი საშუალებაა.
თუმცა, დედასთან გატარებული დღეც არ იქნება ურიგო, პირიქით ეს შესანიშნავი და ამაღელვებელი იქნება.

შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენმა ერთერთმა დაქალმა შესაძლოა თავად ითაოს მსგავსი შეკრება, სიამოვნებით მოამზადოს რაიმე გემრიელი და სტრიპტიზიორი ბიჭუნებიც არ დაავიწყდეს, თუმცა იქნებ ერთიც იმყოფინოთ... რომელიც დამალული იქნება ტორტში ან ფარდის უკან.

სასურველია თუ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებს გაუკეთებთ ამ დღის გასახსენებლად.

მოკლედ, სადაც ბევრი ქალებია, იქ გასართობს რა გამოლევს...
0

Little Miss & Mister black sea 2009




ვიდეომონტაჟი: ნინო მექვაბიძე (taxtaxa)
0

ირაკლი და ნანას ქორწილი




ვიდეო გადაღება: ზურაბ კაკალაშვილი
ფოტო გადაღება: მირიან ბანანაშვილი
მონტაჟი: ვანიჩკა აბრამიშვილი

0

კობას და თაკოს ქორწილი



გადაღებულია: 19.02.09
ოპერატორები:
ვიდეო – ზურაბ კაკალაშვილი
ფოტო – ნათია მექვებიძე
მონტაჟი: ვანიჩკა აბრამიშვილი

0

დათოს და ნინოს ქორწილი



გადაღებულია: 14.02.09
ოპერატორი: ზურაბ კაკალაშვილი
მონტაჟი: პაკო გზირიშვილი

1

გოგა და თამუნას ქორწილი



გადაღებულია 14.02.09
ფოტოგრაფი: ნინო მექვაბიძე (taxtaxa)
მონტაჟი: ნინო მექვაბიძე
0

ამერიკელი პატარძლები

ქორწილი ამერიკულად.


alt
1. ნიუ ჯერსი
0

ლადოს + თამუნა = ს :)



გადაღებულია: 24.01.08
ოპერატორები
ვიდეო: პაკო გზირიშვილი
ფოტო: ნინო მექვაბიძე (taxtaxa)

0

ნატა მეგრელაძის დებიუტი



ახალგაზრდა შემსრულებლის ნატა მეგრელაძის დებიუტი, რომელიც შედგა შერატონ მეტეხი პალასის საკონცერტო დარბაზში. შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მომღერალს
0

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის


როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის
ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება, ამიტომ, მნიშვნელოვანი მომენტები რომ არ გამოგრჩეთ, უმჯობესია ყველაფერი პუნქტების მიხედვით განვიხილოთ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა განსაზღვროთ ქორწილის თარიღი და განცხადება შეიტანოთ შესაბამის დაწესებულებაში.
შემდეგ ეტაპზე საჭიროა განსაზღვროთ სტუმრების რაოდენობა, ვისი დაპატიჟებაც გსურთ. სიაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთი ნათესავებიც, რომლებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც ადრეულ ბავშვობაში გინახავთ. ამიტომ, თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ ქორწილის სუფრისათვის, თავისთავად გამსაზღვრავს სტუმრების რაოდენობას.

შესაბამისად, სტუმრების რაოდენობა განსაზღვრავს იმ დარბაზს თუ ადგილს, სადაც სუფრა უნდა გაიშალოს. მთავარია - გემრიელი კერძები და თავისუფალი ადგილი საცეკვაოდ.

რაც შეეხება თამადას, საქართველოში ამის პრობლემა არასოდეს ყოფილა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა ჩაიცვათ?


თუ მამაკაცები ამ საკითხს მსუბუქად უყურებენ, საპატარძლოებისათვის ეს მთელი ისტორიაა! დღეს საქართველოში საქორწილო კაბების ისეთი არჩევანია, რომ უამრავი რამ შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ მხოლოდ ერთია საჭირო. ხანდახან ისეც ხდება, რომ კაბის შერჩევა უფრო ძნელი ხდება, ვიდრე ქმრის.

იმ შემთხვევაში, თუ კაბის შენახვა გინდათ და გსურთ იგი თქვენს შვილიშვილებს აჩვენოთ, კაბა უნდა იყიდოთ, თუ არა - შეგიძლიათ იქირაოთ. არჩევანი თქვენზეა.

საქორწინო ბეჭედი

ხოლო საქორწინო ბეჭედი ნამდვილად მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენთან უნდა იყოს. ამიტომ, მათი არჩევაც არ იქნება ადვილი. მათი ფორმა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ ოქროს ხარისხის შესახებ შეგვიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ: ჩვეულებრივი ოქროს სინჯია- 585, ხოლო ბაჯაღლოსი - 750. თუმცა, სულ უფრო აქტუალური ხდება პლატინის ბეჭდები, მისი უპირატესობა კი ის არის, რომ იგი კარგად ექვემდებარება გაპრიალების პროცესს და ამიტომ იგი პრაქტიკულად სულ ახალივით იქნება.

საქორწინო კორტეჟი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ორიგინალობა გამოიჩინოთ და ქორწილის დღეს მხოლოდ მეტროს საშუალებით გადაადგილდეთ, მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგებით საქმეს, ტრანსპორტის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ყველა გოგონა ოცნებობს პრინცზე, რომელიც თეთრ ცხენზე იქნება ამხედრებული, თუმცა, თეთრი ლიმუზინიც არ უნდა იყოს ურიგო, ამიტომ, შეგიძლიათ იქირაოთ იგი. მხოლოდ ერთს გირჩევთ: მანამ, სანამ ფულს გადაიხდით, აუცილებლად მოინახულეთ და შეამოწმეთ მანქანა, რომლის ქირაობასაც ისურვებდით. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მის მდომარეობას, სალონს, სუნს სალონში. კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს დააკვირდით, ზუსტადაა თუ არა მითითებული მიწოდების დღე და საათი. ამგვარად, შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს ქორწილის დღეს.

დარჩა მხოლოდ მოსაწვევი ბარათები, რომლის შერჩევაც მხოლოდ თქვენ ორის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი რჩევები ცოტათი მაინც წაგადგებათ ამ სახლაფორთო საქმეში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გისურვოთ!
0

რუსთაველის პროსპექტი 29.12.08



გადაღებულია: 29.12.08
3

შატილი



ეროვნული სიამაყე
ხანგრძლივობა: 00:08:57
ავტორი: LAZARE333
Наверх © 2015 Copyright. ყველა უფლება დაცულია.
მასალის კოპირებისას საიტის მითითება აუცილებელია!