ტეგების ღრუბელი
გისარგებლიათ თუ არა ჩვენი სერვისით?
პოპულარული
В виде календаря В виде списка ჩანაწერების არქივი
«    ივნისი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ივნისი 2017 (1)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
ნოემბერი 2016 (1)
ოქტომბერი 2016 (1)

 

0

ქორწინების ბეჭდის საიდუმლოს საოცარი ისტორია

ქორწინების ბეჭდის საიდუმლოს საოცარი ისტორია


ნებისმიერ ქორწინებაში წყვილისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას სიმბოლო იქცევს- ეს ქორწინების ბეჭედია, რომელსაც თურმე საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს. თუ გაინტერესებთ რისი ნიშანია მრგვალი ბეჭედი, რომელიც მეორე ნახევრისადმი მარადიული სიყვარულის ნიშნად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროთ, შემოგვიერთდით .

ლეგენდის თანახმად, შეყვარებული წყვილის მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი შვილების ქორწინებას. ერთ-ერთი მათგანის მამამ, რომელიც სახელმწიფოს მეფე იყო, ასეთ ხერხს მიმართა: ბოროტ ჯადოქარს შეაქმნევინა გოგონასა და ბიჭის იდენტური ასლები, რომელთაც გზა-კვალი უნდა აერიათ შეყვარებულებისთვის და ისინი სამუდამოდ დაეშორებინა ერთმანეთს. მაგრამ ჯადოქარმა, თურმე, ვერაფრით შეძლო შეექმნა ისეთივე მრგვალი “ჯადოსნური ბეჭდები”, როგორებიც შეყვარებულებმა ერთმანეთს უსახსოვრეს. სწორედ, ამ მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი შეყვარებულების დაშორება.

ლეგენდაში, საინტერესოა ის გარემოება, რომ ბეჭედი არის წრიული და არის ოქროსი. წრიულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან, ოდითგანვე, ის დაუსრულებლობის, მარადიულობისა და სრულყოფილების სიმბოლო იყო. წრეს ახასიათებს რაიმე ინფორმაციის მიღება, შენახვა და ჩაკეტვა, ისე, რომ მერე მისი გაცემა აღარ ხდება. იგივე წრიულობა, რომელიც ქორწინების ბეჭედს აქვს, არის უკვე ქალისა და კაცის სიყვარულისა და ერთგულების უსაზღვრობის სიმბოლო. ის სამუდამოდ ინახავს ქორწინების დროს შექმნილ დადებით, პოზიტიურ მუხტს.

რაც შეეხება ოქროს, ის ყველაზე კეთილშობილი ლითონია. მას საოცარი მეხსიერება აქვს და კარგად ინახავს ყოველგვარ ემოციას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ოქრო ახალი მფლობელის ხელში ფერს იცვლის. ლეგენდის მიხედვით, ბოროტმა ჯადოქარმა, სწორედ, იმის გამო ვერ შეძლო ბეჭდების იდენტური ასლების შექმნა, რომ ისინი მფლობელთა სიყვარულით იყო დამუხტული, იმ სიყვარულით, რომლის განმეორებაც შეუძლებელია.

არის ტრადიცია იმისა, რომ ქორწინების ბეჭდები დაცული და უცხოთათვის ხელშეუხებელი უნდა იყოს. მისი ტარების უფლება მფლობელთა გარდა, არავის აქვს. მასზე უარის თქმას კი თითქოს თან ახლავს ოჯახური პრობლემა, კონფლიქტი თუ სხვა უთანხმოება.

ბეჭდის დაკარგვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული. იმის გამო, რომ ადამიანი ასეთ დიდ დატვირთვას ანიჭებს ამ პატარა ნივთს, მისი დაკარგვა უბედურების მომასწავებელ ნიშნად ესახება. ეს კი უკვე ნეგატიურ განწყობას ქმნის და თვითდაპროგრამებას უწყობს ხელს. აქ გაუცნობიერებელი შიშის სინდრომი იჩენს თავს, შიში, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას საფრთხეს უქმნის.

ქიროლოგთა სწავლების თანახმად, არათითი მზის თითია _ სიყვარულისა და გულის მფარველი. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი შეხედულება, რადგან მრავალ კულტურაში მსგავსი დატვირთვა ენიჭება იმავე თითს და ამ თითზე ბეჭდის ტარებას. უფრო მეტიც, არათითზე სხვა ბეჭდის (უბრალო ბეჭდის) გაკეთებამ შეიძლება ამ თითის ენერგეტიკის დაბლოკვა გამოიწვიოს, როგორც ამბობენ _ “ბედის ჩაკეტვა”. ამას გარდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებს ადამიანი, თუ მარჯვენაზე.

ძველინდური ტრადიციის (“ჰათჰა”-ს) თანახმად, ეს ასე შეიძლება აიხსნას: ადამიანის სხეულის მარჯვენა მხარე არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და უკავშირდება მზეს ( სანსკ. “ჰა”), ხოლო მარცხენა მხარე ქალური ენერგიის შემცველია და დაკავშირებულია მთვარესთან (სანსკ. “თჰა”). მზის ლითონია ოქრო, მთვარის კი _ ვერცხლი. ასე რომ, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ, რომელი ხელის რომელ თითზე რა ლითონის ბეჭედი ატაროთ. თუ კათოლიკებს დავუჯერებთ, მარცხენა ხელი, ბედს უკავშირდება, ის გულთან ახლოსაა და ამიტომ ატარებენ მასზე ქორწინების ბეჭედს, ხოლო მარჯვენა ხელი ადამიანის შეგნებული მოქმედებებისა და გონების ხელია და მართლმადიდებლები ქორწინების ბეჭედსაც ამ ხელზე იკეთებენ.
0

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


ძვირფასო მამაკაცებო!

თუ თქვენ უკვე იპოვეთ ის ერთადერთი, ვინც გსურთ, თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს, ჩვენ გირჩევთ, რომ ამისთვის კარგად მოემზადოთ.

მართალია ქართული ტრადიციული ქორწილები ცოტა სხვა სცენარით იმართებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს გარშემო იმდენ გოგონას სთხოვეს ხელი რომანტიკულ გარემოში, სიურპრიზად და თანაც ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც აჩუქეს – ჩავთვალეთ, რომ ტენდენციები იცვლება.

თუ გაქვთ საშუალება, კარგი იქნება თუ თქვენც სწორედ ასე მოიქცევით თქვენს მომავალ მეუღლესთან მიმართებაში. დაგვიჯერეთ, ეს მას ძალიან გაუხარდება, რადგან არაერთი ფილმი და სერიალი ექნება ნანახი, სადაც ხელის თხოვნის პროცესი ყველაზე რომანტიკული და დასამახსოვრებელია.

ერთი სიტყვით –

ოჯახის შექმნა იწყება ბეჭდიდან.
1. დაადგინე ბიუჯეტი


ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ატაროს ადრესატმა, შესაბამისად, ყველაზე ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ შეკითხვა თუ რამდენი უნდა დახარჯონ ნიშნობის ბეჭედზე. არსებობს ძველი ჩვეულება, რომ ნიშნობის ბეჭდის ფასი უნდა იყოს მამაკაცის ხელფასის სამმაგი ოდენობა. თუმცა თუ მეტის შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ ბიუჯეტი იქიდან გამომდინარე დაადგინოთ, თუ როგორი ბეჭედი გსურთ, ან როგორზე ოცნებობს თქვენი საბედო.

გახსოვდეთ, რომ მთავარი ფასი არ არის. შესაძლებელია ერთ ხელფასზე ნაკლები ბიუჯეტითაც კი ისეთი გასაოცარი ბეჭედი იყიდოთ, თქვენი რჩეული აუცილებლად გეტყვით “კი”-ს!
გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


2. გაიგე შენი რჩეულის სტილი


იშვიათად თუმცა მაინც ხდება, რომ ზოგიერთი წყვილი ბეჭდის საყიდლად ერთად მიდის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მომავალი სასიძო ცდილობს განსაკუთრებული მომენტი სრულიად სიურპრიზად შემოინახოს, ამიტომ თვითონ უწევს ბეჭდის შეძენა. მომავალი საცოლისთვის ოცნების ბეჭდის პოვნა მამაკაცისთვის შეიძლება დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს, თუმცა შეგიძლიათ ფრთხილად გაარკვიოთ რამდენიმე საკითხი და თავიც ქუდში გექნებათ.

პირველ რიგში, დააკვირდით როგორი სტილის სამკაულებს ატარებს თქვენი რჩეული: ტრადიციული თუ თანამედროვე? რომანტიკული თუ გამომწვევი? დიდი და მყვირალა ფერებიანი თუ პრაქტიკული და ფაქიზი ნივთები მოსწონს?

ასევე ყურადღება მიაქციეთ მისი სამკაულების მეტალს და მის ფერს. ოქროს ანიჭებს უპირატესობას თუ ვერცხლს? თუ მას ვერცხლისფერი სამკაულები უყვარს, შეგიძლიათ თეთრი ოქროს ნიშნობის ბეჭედი შეარჩიოთ.

რჩევა შეგიძლიათ მომავალი პატარძლის ნათესავებს ან ახლო მეგობრებსაც ჰკითხოთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ საიდუმლოს შეგინახავენ.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


3. აირჩიეთ ბრილიანტის ფორმა


ბეჭდის ყიდვის დროს ყველაზე კარგი დასაწყისი იქნება თუ ბრილიანტის თვლის რომელიმე ფორმაზე თავიდანვე შეჩერდებით და აქედან დაიწყებთ ძებნას.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


ყველაზე პოპულარული ფორმა მრგვალი ბრილიანტია. იგი 360°-იანი სიმატრიულობის გამო, ყველაზე მეტად ბრჭყვიალებს.

პრინცესას ფორმა მომდევნო ყველაზე პოპულარული ფორმაა, რომელსაც სწორკუთხა ხაზები და ძალიან ლამაზი ბრწყინვა აქვს. ასევე ხშირად ირჩევენ სამეფო ფორმის მარკიზას, რომელიც ვიზუალურად თითის ფორმას აგრძელებს. კლასიკური ზურმუხტის ფორმაც ძალიან მოსწონთ. ხოლო radiant-ი ზურმუხტის და მრგვალი ფორმების ნარევია.

ოვალური ბრილიანტი მრგვალი ბრილიანის წაგრძელებული ფორმაა და მართალია ნაკლები ბრწყინვალება აქვს, მაგრამ ფასითაც შედარებით ნაკლებ ბიუჯეტს მოითხოვს. Asscher-ის ფორმა კი პრინცესას და ზურმუხტს შორის რაღაც საშუალოა. მას უნიკალური კუთხეები აქვს.

სხვა თანამედროვე ფორმებია გულის, მსხლის და ბალიშის.

ერთი სიტყვით, სანამ ხარისხის შემოწმებაზე გადახვალთ, ჯობია ფორმის საკითხი თავიდანვე გადაწყვიტოთ.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


4. 4C-ს ფორმულა


ბრილიანტის ხარისხის გასაგებად იყენებენ 4C-ს ფორმულას. ეს ის ფაქტორებია რომელიც ბრილიანტის სილამაზეს ბრწყინვალებას და რაც მთავარია, ფასს განსაზღვრავს.

Carat – კარატი

ბრილიანტის წონა კარატებით იზომება. ერთი კარატი 100 ქულის ექვივალენტია. დიდი ქვები ხშირად მეტ კარატიანია, მაგრამ მხოლოდ ზომა არ მიირება მხედველობაში. ჭრა, ფერი და გამჭვირვალობა ასევე დიდ გავლენას ახდენს ბრილიანტის ბრწყინვალებაზე.

Cut – ჭრა

ბრილიანტის ჭრა გავლენას ახდენს მის მიერ სინათლის არეკვლაზე, რაც ანიჭებს მას ბრწყინვალებას. იდეალური ფერის და გამჭვირვალობის მქონე ბრილიანტიც კი შეიძლება უსიცოცხლოდ მოგეჩვენოთ, თუკი იგი კარგად არ არის გამოჭრილი. კარგად გამოჭრილი ბრილიანტი სინათლეს ზუსტად ისე აირეკლავს, რომ სხივი უკან ბრუნდება და ბრწყინვალებას ანიჭებს ბეჭედს.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


სიღრმე და კუთხე ჭრაზე დიდ გავლენას ახდენს. Amazon.com-ზე გამოტანილი ნიშნობის ბეჭდები ამერიკის გემოლოგიური ინსტიტურის მიერ არის შეფასებული შემდეგი შკალით: Excellent (საუკეთესო), Very Good (ძალიან კარგი), Good (კარგი), ან Fair (პატიოსანი).

Color – ფერი

შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია შენიშნო ბრილიანტის ფერი, თუმცა განსხვავებულ ქვებს თუ გვერდიგვერდ დადებთ, მაშინ შენიშნავთ სხვაობას.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


ბრილიანტების უმეტესობა ფასდება ალფავიტის ასოების მიერ შედგენილი შკალით. საუკეთესო ანუ უფერო ბრილიანტი D ასოთი აღინიშნება და ყველაზე ძვირიანია მისი იშვიათობის გამო.

Clarity – სიწმინდე

არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ბრილიანტი და მათი გარჩევა შესაძლებელია ლაქების მიხედვით (inclusion marks). ლაქების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა მიკროსკოპის ქვეშ ისინი კარგად ჩანს. სიწმინდე იზომება ლაქების არსებობის მიხედვით. ნაკლები ლაქა შესაბამისად მეტ სიწმინდეს ნიშნავს.

ბრილიანტის სიწმინდე კლასიფიცირდება როგორც უზადო – რომელსაც არანაირი ლაქა არ აქვს, I1-I3 გამჭვირვალობამდე, რომლებიც 10-ჯერ გადიდების შემთხვევაში მკაფიოდ შეინიშნება და გავლენას ახდენს გამჭვირვალობასა თუ სიკაშკაშეზე.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


დაზოგე ფული ამ რჩევების მიხედვით:


დაზოგი კარატებზე – ბრილიანტის ფასი მკვეთრად იმატებს, როგორც კი 1 კარატიან ზღვარს გადაცდება. შეგიძლია იყიდო 0.98 კარატიანი ბრილიანტი 1-იანის ნაცვლად – ვიზუალურად განსხვავება საერთოდ არ იგრძნობა, ფასში კი – აშკარაა.

დაზოგე სიწმინდეზე – ოდნავ მოკრძალებული ბრილიანტის არჩევისას უზარმაზარ დანაზოგს გააკეთებ. ლაქების უმეტესობა თვალისთვის შეუმჩნეველია. მაგალითად VS-ად შეფასებული ბრილიანტი გასაოცარ ხარისხს გვთავაზობს, მართალია ოდნავ ნაკლებს ვიდრე VVS ბრილიანტი, მაგრამ თუმცა თვალისთვის შეუმჩნეველი განსხვავებით.

დაზოგე ფერზე – შავგრემანი და შედარებით მუქი კანის მქონე პატარძლის ხელზე ოდნავ მოყვითალო ბრილიანტიც კი თეთრი და კაშკაშა გამოჩნდება. ეს სტრატეგია არ გამოგადგებათ თუ თქვენს რჩეულს თეთრი, ფითქინა კანი აქვს. ასეთ შემთხვევაში თქვენი ბრილიანტი ჯობია D-დან J-მდე დიაპაზონში მოიაზროთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეტალის ფერს. მოყვითალო ბრილიანტი ყვითელი ოქროს ბუდეში უფრო კაშკაშა და ნათელი გამოჩნდება, ვიდრე თეთრი ოქროს ან პლატინის ბუდეში.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


5. შეარჩიე ბუდე


რახან ქვა უკვე შევარჩიეთ, ახლა დროა ბუდეზეც ვიზრუნოთ. ბუდე შეიძლება იყოს მარტივი ან რთული ნაკეთობის, ბრილიანტის ქვა მასში იყოს ჩამჯდარი ან პირიქით, ბუდეზე ზევიდან იჯდეს.

ფორმა

ყველაზე პოპულარული ბუდის სტილებია სოლიტერი, კათედრალი, სამი ქვიანი და არხისებრი.

ერთი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ბუდის არჩევისას, მომავალი საპატარძლოს ხელის ზომაა. გრძელი, თხელი თითებს განიერი ბეჭედი დააბალანსებს, პატარა ხელებისთვის კი აჯობებს თხელი ბეჭედი შეარჩიოთ. ყველაზე ლოგიკური იქნება, ბრილიანტის თვალი და ბუდე მისი ბეჭდის ზომიდან გამომდინარე შეარჩიოთ.

მასალა

ბუდე, მისი ფორმა, ეფექტურობა და ფასი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ მასალაზე, რისგანაც იგია ჩამოსხმული. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი რჩეულის გემოვნება. თანამედროვე ბეჭდები როგორც წესი თეთრი და ყვითელი ოქროსგან ან პლატინისგან ისხმება.

პლატინა


ყველაზე იშვიათი და მძიმე ძვირფასი მეტალია დედამიწაზე.

– წარმოუდგენელი სიძლიერე და ბუნებრივი სიმქრქალე.

– მანათობელი ელვარება, უფრო კაშკაშა ვიდრე თეთრი ოქრო.

– არ იბზარება და ადვილად არ ცვდება

ასევე არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ 18 კარატიან ყვითელ და თეთრ ოქროს და 14 კარატიან ყვითელ და თეთრ ოქროს შორის.

დაზოგე მასალაზე – თუ ვერცხლისფერი ბუდის შეკვეთა გსურთ, 18 კარატიანი თეთრი ოქრო პლატინის ბუდეზე იაფი დაგიჯდებათ, თუმცა ყველაზე იაფი მაინც 14 კარატიანი თეთრი ოქრო იქნება.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


6. განსაზღვრე ბეჭდის ზომა


ყველაზე მარტივი ბეჭდის ზომის გაგება შესაძლებელი თუ პირდაპირ ჰკითხავთ მას თქვენს რჩეულს. მაგრამ ხანდახან თვითონ გოგონებმაც არ იციან საკუთარი ზომა.

თუკი ხელის თხოვნის შესახებ საიდუმლოს ინახავთ, ჩუმად ნახეთ მისი რომელიმე ბეჭედი, რომელიც ზუსტად იცით რომ მარჯვენა ხელის არა თითზე კარგად ერგება. შეადარეთ ეს ბეჭედი ამობეჭდილ გზამკვლევს ან გააზომინეთ იუველირს.

თუ ბეჭდის “თხოვნა” და იუველირთან წაღება არ გამოდის, შეგიძლიათ ბეჭედი გაიკეთოთ რომელიმე თითზე მაქსიმალურად ქვევით ჩაწიოთ, სადამდეც კომფორტულად ჩავა და კალმით მოინიშნოთ ხაზი სადამდეც ჩადის ბეჭედი. იუველირი გაზომავს მონიშნულს და გამოთვლის მის ზომას.

თუკი ეჭვი გეპარებათ ზომაში, ჯობია ოდნავ დიდი ზომის ბეჭედი შეარჩიოთ, რადგან დაპატარავება უფრო ადვილია, ვიდრე გადიდება.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


7. შეუკვეთე


თანამედროვე შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით ბეჭედი ონლაინ შევარჩიოთ და შევუკვეთოთ. Amazon.com-ზე ყველა ბეჭედს მოყვება სერტიფიკატი და აქ ბეჭდის შეკვეთა სამჯერ-ოთხჯერ იაფი ჯდება, ვიდრე რომელიმე პოპულარულ საერთაშორისო საიუველირო მაღაზიაში (მაგალითად: Tiffany & Co.), მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ საბაჟო გადასახადი, რომელიც Amazon-ზე მოცემულ ფასს დაემატება.

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


თუმცა თუ ონლაინ შოპინგთან მწყრალად ხართ, მაშინ გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ “ზარაფხანას” ნიშნობის ბეჭდებს.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ვებ გვერდზე შეგიძლიათ ფილტრების საშუალებით ადვილად და სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ სასურველი მოდელი.
მეორე რიგში იმიტომ, რომ თუ სასურველ მოდელს ვერ იპოვით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ პერსონალიზებული ვარიანტი და ზუსტად ისეთს დაგიმზადებენ, როგორიც თქვენ გსურთ, რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის გარანტიით.
მესამე რიგში კი იმიტომ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ “ზარაფხანას” საბანკო განვადებით.

ბონუსი: საპატარძლო კომპლექტი


ხანდახან ნიშნობის ბეჭედი და საქორწინო ბეჭედი ერთად იყიდება, რადგან მათ ხშირად მომავალი პატარძლები ერთად იკეთებენ ხელზე და ერთმანეთის შესაფერისი უნდა იყოს. თუ დაქორწინებას მალევე აპირებთ და არა მაგალითად 5 წელიწადში, ჯობია ამაზე თავიდანვე იზრუნოთ და ნიშნობის ბეჭედთან ერთად საქორწინო ბეჭედიც კომპლექტში შეიძინოთ (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელის თხოვნის დროს მხოლოდ ნიშნობის ბეჭედს და სხვა სამკაულებს ჩუქნიან, საქორწინო ბეჭდების გაცვლა კი ქორწინებისას ხდება).

გზამკვლევი: ნიშნობის ბეჭედი


და ბოლოს, გისურვებთ ბედნიერებას :)

და ერთსაც დავამატებ: მართალია, ეს სტატია მამაკაცებს უფრო გამოადგებათ, ვიდრე ჩვენს ერთგულ მკითხველებს. თუმცა თუ გოგონები ფეისბუქზე გადააშეარებთ, იქნებ იმანაც წაიკითხოს – ვინც საჭიროა. ;)


სტატია აღებულია ვებ გვერდიდან pink.ge
0

გილოცავთ ახალ 2012 წელს

გილოცავთ ახალ 2012 წელს



ყველას გილოცავთ დამდეგ 2012 წელს!
გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას!
დაე, ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი სამშობლოს აყვავების დასაწყისი!
0

კრეატიული და ორიგინალური ბეჭდები

0

საქორწილო ყვავილების შერჩევა

საქორწილო ყვავილების შერჩევა


საქორწილო ყვავილები

საქორწილო ყვავილების თაიგულის შერჩევა პატარძლის მეჯვარეს ევალება, იგი პატარძლის კაბის და საერთო დეკორის მიხედვით (ასევე პატარძლის გემოვნების შესაბამისად) უკვეთავს საქორწილო თაიგულს. ამ დროს გასათვალისწინებელია წელიწადის რომელ დროს იმართება ქორწილი. რათა კარგად დაიგეგმოს თუ რომელი ყვავილების გამოყენებით გსურთ თაიგულის შედგენა. ტრადიციულად პირველ ადგილზე დგას წითელი ვარდების თაიგული, თუმცა ბოლო დროს ძალიან ხშირად თაიგულებს რთავენ ყვითელი, კრემისფერი, სტაფილოსფერი, და თეთრი ვარდებით. ასევე მომრავლდა სხვა ყვავილებით მორთული თაიგულები მაგალითად : ლილიებით, კალებით, ტიტებით და ა.შ. თაიგულის ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ასრულებს პატარძლის კაბითა და მაკიაჟ-ვარცხნილობით შექმნილ სტილს. შესაძლებელის პატარძლის თაიგულის დიზაინის მიხედვით დამზადდეს მაგიდის გასაფორმებელი თაიგულებიც, ასე ქორწილის დიზაინს დახვეწილი და შეკრული იერი მიეცემა. ასეთივე ერთი ყვავილი შეგიძლიათ დაიმაგროთ თმებში ან მოარგოთ სიძის სამოსს.
0

sagamos kabebi da varcxnilobebi

sagamos kabebi da varcxnilobebi


თმის ულამაზესი ვარცხნილობები
და საღამოს კაბები,
ალბათ ძალიან ბევრ
მანდილოსანს გამოადგება ;)

0

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ
თანამედროვე საპატარძლოები სულაც არ ტირიან ქორწილის წინ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულები არიან და ცდილობენ გათხოვებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გაატარონ. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გოგონების თავშეყრა, როგორიც მოგესურვებათ...

შეიძლება დაქალებს სახლში მოუყაროთ თავი, ან კაფეში წახვიდეთ, ან სულაც ბუნებაში. მთავარი წესია: მამაკაცების გარეშე გართობა.
რა თქმა უნდა ეს შეკრება იმისათვისაა საჭირო, რომ საპატარძლომ უკანასკნელად გაატაროს დრო თავისუფალი გოგონას რანგში, დატკბეს თავისუფლებით, რადგან ხვალიდან იგი სულ სხვა ადამიანი იქნება, და ამის შემდეგ ყველა მისი მოქმედების მეუღლესთან შეთანხმება მოუწევს. ასეთი თავშეყრა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სახლში, ასევე საუნაში, ლუდისა და მასაჟისტი ბიჭების თანხლებით.

არ არის აუცილებელი ამ თავშეყრის მაინც და მაინც ქორწილის წინა დღეს გაკეთება, რადგან მეორე დღეს შესაძლოა პატარძალი და მისი დაქალები გამოუძინებლები და გადაღლილები იყვნენ. უკეთესია ეს დრო რაციონალურად გამოიყენოთ და ქორწილისათვის მოემზადოთ.

შეიძლება რამდენიმე თავშეყრის მოწყობა: ერთი სამსახურში – კოლეგებისათვის, მეორე – დაქალებისათვის, მესამე ნათესავების ან მეზობლებისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნებაზე და შესაძლებლობაზე.

სამოსის შერჩევა გოგონების თავშეყრისათვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გაიმართება ეს ღონისძიება.

ქალთა საზოგადოებაში შესაძლებელია ცოტა მოდუნება და ბუნებრივობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ ეცდებით ბიჭების თავშეყრის ადგილზე მოხვედრას თქვენს საქმროსთან. დაე გაატაროს საკუთარი თავისუფლების უკანასკნელი დღე, როგორც მას მოესურვება. თქვენ კიდევ ბევრი დრო გექნებათ ერთად მოაწყოთ დღესასწაულები.

თუ მხოლოდ ერთი დაქალი გყავთ, მაგრამ ძალიან ახლობელი, ძალიანაც კარგი. არამგონია მოწყენის საშუალება გქონდეთ. თქვენ ხომ იმდენი რამ გექნებათ სალაპარაკო... შეგიძლიათ ნათესავებთან წახვიდეთ სტუმრად – ესეც თავშეყრის ერთ-ერთი საშუალებაა.
თუმცა, დედასთან გატარებული დღეც არ იქნება ურიგო, პირიქით ეს შესანიშნავი და ამაღელვებელი იქნება.

შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენმა ერთერთმა დაქალმა შესაძლოა თავად ითაოს მსგავსი შეკრება, სიამოვნებით მოამზადოს რაიმე გემრიელი და სტრიპტიზიორი ბიჭუნებიც არ დაავიწყდეს, თუმცა იქნებ ერთიც იმყოფინოთ... რომელიც დამალული იქნება ტორტში ან ფარდის უკან.

სასურველია თუ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებს გაუკეთებთ ამ დღის გასახსენებლად.

მოკლედ, სადაც ბევრი ქალებია, იქ გასართობს რა გამოლევს...
0

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის

როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის


როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის
ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება, ამიტომ, მნიშვნელოვანი მომენტები რომ არ გამოგრჩეთ, უმჯობესია ყველაფერი პუნქტების მიხედვით განვიხილოთ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში საჭიროა განსაზღვროთ ქორწილის თარიღი და განცხადება შეიტანოთ შესაბამის დაწესებულებაში.
შემდეგ ეტაპზე საჭიროა განსაზღვროთ სტუმრების რაოდენობა, ვისი დაპატიჟებაც გსურთ. სიაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთი ნათესავებიც, რომლებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც ადრეულ ბავშვობაში გინახავთ. ამიტომ, თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ ქორწილის სუფრისათვის, თავისთავად გამსაზღვრავს სტუმრების რაოდენობას.

შესაბამისად, სტუმრების რაოდენობა განსაზღვრავს იმ დარბაზს თუ ადგილს, სადაც სუფრა უნდა გაიშალოს. მთავარია - გემრიელი კერძები და თავისუფალი ადგილი საცეკვაოდ.

რაც შეეხება თამადას, საქართველოში ამის პრობლემა არასოდეს ყოფილა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა ჩაიცვათ?


თუ მამაკაცები ამ საკითხს მსუბუქად უყურებენ, საპატარძლოებისათვის ეს მთელი ისტორიაა! დღეს საქართველოში საქორწილო კაბების ისეთი არჩევანია, რომ უამრავი რამ შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ მხოლოდ ერთია საჭირო. ხანდახან ისეც ხდება, რომ კაბის შერჩევა უფრო ძნელი ხდება, ვიდრე ქმრის.

იმ შემთხვევაში, თუ კაბის შენახვა გინდათ და გსურთ იგი თქვენს შვილიშვილებს აჩვენოთ, კაბა უნდა იყიდოთ, თუ არა - შეგიძლიათ იქირაოთ. არჩევანი თქვენზეა.

საქორწინო ბეჭედი

ხოლო საქორწინო ბეჭედი ნამდვილად მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენთან უნდა იყოს. ამიტომ, მათი არჩევაც არ იქნება ადვილი. მათი ფორმა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ჩვენ მხოლოდ ოქროს ხარისხის შესახებ შეგვიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ: ჩვეულებრივი ოქროს სინჯია- 585, ხოლო ბაჯაღლოსი - 750. თუმცა, სულ უფრო აქტუალური ხდება პლატინის ბეჭდები, მისი უპირატესობა კი ის არის, რომ იგი კარგად ექვემდებარება გაპრიალების პროცესს და ამიტომ იგი პრაქტიკულად სულ ახალივით იქნება.

საქორწინო კორტეჟი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ორიგინალობა გამოიჩინოთ და ქორწილის დღეს მხოლოდ მეტროს საშუალებით გადაადგილდეთ, მაგრამ თუ სერიოზულად მივუდგებით საქმეს, ტრანსპორტის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ყველა გოგონა ოცნებობს პრინცზე, რომელიც თეთრ ცხენზე იქნება ამხედრებული, თუმცა, თეთრი ლიმუზინიც არ უნდა იყოს ურიგო, ამიტომ, შეგიძლიათ იქირაოთ იგი. მხოლოდ ერთს გირჩევთ: მანამ, სანამ ფულს გადაიხდით, აუცილებლად მოინახულეთ და შეამოწმეთ მანქანა, რომლის ქირაობასაც ისურვებდით. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მის მდომარეობას, სალონს, სუნს სალონში. კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს დააკვირდით, ზუსტადაა თუ არა მითითებული მიწოდების დღე და საათი. ამგვარად, შეძლებთ თავი აარიდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს ქორწილის დღეს.

დარჩა მხოლოდ მოსაწვევი ბარათები, რომლის შერჩევაც მხოლოდ თქვენ ორის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი რჩევები ცოტათი მაინც წაგადგებათ ამ სახლაფორთო საქმეში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გისურვოთ!
0

ხუთი ხერხი ორიგინალური ქორწილისათვის

ხუთი ხერხი ორიგინალური ქორწილისათვის


ხუთი ხერხი ორიგინალური ქორწილისათვის


ქორწილი – განსაკუთრებული მოვლენაა. ამიტომ მისი ჩატარებაც განსაკუთრებულადაა საჭირო. ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გახადოთ ეს დღესასწაული დაუვიწყარი და ორიგინალური.

ტურისტული

ქორწილის მოსაწყენი სქემის მაგივრად – ექსკურსია ქალაქში, რესტორნის მაგივრად - ქორწილი სუფთა ჰაერზე. გააკეთეთ ქორწილი პიკნიკის ან ლაშქრობის მსგავსად. შეიძინეთ 3-4 დღის სამყოფი პროდუქტები, გზად კი ქორწინების სახლშიც შეიარეთ და ეკლესიაშიც. შემდეგ კი ბუნებაში წადით. თქვენ გელოდებათ ცეცხლი, გიტარა და სხვა მსგავსი რომანტიკა.
პლიუსები: სუფთა ჰაერი, სიჩუმე და მოსვენება. თანაც საპატარძლოს კაბისთვის აღარ დაიხარჯებით, ხოლო ფატის მაგივრობას ყვავილების გვირგვინი გაგიწევთ.
მინუსები: კომფორტის უქონლობა.

აღმოსავლური

ეს ვარიანტი შესაძლებელია როგორც თემატურ რესტორანში, ასევე ბუნებაში. მეორე შემთხვევაში შეიძლება კარვების გაშლა, ხოლო მათ შორის ხალიჩების დაგება. მაგიდის მაგივრად უკეთესია სუფრები გამოიყენოთ, რომლებსაც პირდაპირ მიწაზე გაშლით, ხოლო სკამების მაგივრად პატარა ბალიშები გამოიყენეთ. ნუ დაგავიწყდებათ აღმოსავლური სტილი მენიუშიც შეიტანოთ.
პლიუსები: ეგზოტიკურია, და არ არის აუცილებელი დაიხარჯოთ მოგზაურობისათვის ეგვიპტეში, თურქეთში ან არაბეთში. ამ ყველაფრის მოწყობა მცხეთაშიც შეიძლება და თბილისშიც.
მინუსები: საკმაოდ მძიმეა ყველაფრის ერთ სტილში გაკეთება და საკუთარი თავისათვის რაიმე საყვარელზე უარის თქმა, თუ ის თემაში არ ჯდება.

მეცხრამეტე საუკუნის სტილში

სადღესასწაულო ვახშამი ძველებურ სახლში, ყველა სტუმარი შემოსილია ფრაკით და საღამოს კაბებით. ამ შემთხვევას მოუხდებოდა ბალი, რომლის დედოფალიც თქვენ იქნებოდით. შთაბეჭდილებები ყველას დიდხანს გაყვება, და თანაც ძალიან კარგი.
პლიუსები: ასეთ დღეს ყველა გოგონას სურს დედოფლობა, და ეს ხერხი ამის საშუალებას გაძლევთ.
მინუსები: ასეთი სიამოვნება იაფი არ დაგიჯდებათ, ამასთან, წინასწარ უნდა შეიტყოთ, აქვთ თუ არა სტუმრებს შესაფერისი სამოსი, და იციან თუ არა ბალისათვის შესაფერისი ცეკვა.


მეკობრული


წარმოიდგინეთ მეკობრეების ხომალდი, რომლის ეკიპაჟიც ბორტზე კაპიტანსა და მის შეყვარებულს იღებს. შემდეგ იგი თავგადასავლებისა და განძის საძებნელად წავა, ხოლო გზად «მტრულად» განწყობილ გალეონს შეიპყრობს, რომელიც ყავითა და რომითაა დატვირთული. სხვა გასართობისათვის შეიძლება მოიგონოთ კონკურსი საუკეთესო სამასკარადო კოსტიუმის გამოსავლენად, ღვინოებისა და კოქტეილების დეგუსტაცია და ა.შ.
პლიუსები: კარგად გაერთობიან არა მარტო ახალდაქორწინებულები, არამედ ყველა სტუმარი.
მინუსები: ზოგიერთ სტუმარს შესაძლოა ზღვის ავადმყოფობა ქონდეს, და ამაში ვერ დაეხმარება ვერც ღვინო, ვერც რომი და ვერც ლუდი.

რაინდული

ფარიკაობა ან ცხენოსნობა გრანდიოზული სანახაობის ორგანიზების საშუალებას იძლევა - რაინდული ტურნირი, რომელიც ჩატარდება ნეფე-დედოფლის საპატივცემულოდ. საცხენოსნო შეჯიბრი შესაძლებელია ხელჩართული ორთაბრძოლით შეცვალოთ, ღვინო ბევრი უნდა იყოს, ხოლო მაგიდები ღია ცის ჩვეშ დადგით და მასზე ნანადირევი დააწყვეთ: გარეული ღორი, მწყერი...
პლიუსები: არ მოგიწევთ რესტორნისა და შენობის მოძებნა ქორწილისათვის.
მინუსები: თუ ერთ-ერთი მეუღლე არ იზიარებს სიყვარულს ტურნირების მიმართ, ქორწილი შესაძლოა წამებად იქცეს ორივესათვის.

ქართული - "ვისია, ვისია ქალი ლამაზი!"

ქორწილი გათამაშებული პატარძლის მოტაცებითა და გამოდევნებით, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სიძით და ქართულ კაბაში გამოპრანჭული პატარძლით ყველაზე საინტერესო და ორიგინალურია. არ დაივიწყოთ ფაეტონი და მაყრიონი, ხანჯლების "ფანჩატური" და ქართული მრავალჟამიერი.
0

საქორწილო სამზადისის 6 თვე

საქორწილო სამზადისის 6 თვე


დავგეგმოთ საქორწილო სამზადისის 6 თვე

ქორწილამდე მე 6-ე თვე
ამ თვეში თქვენ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ ქორწილის დღე და რიცხვი, ასევე ხელმოწერისა და ჯვრისწერის ცერემონიის ადგილი.

ქორწილამდე მე 5-ე თვე
მშობლებთან ერთად გადაწყვიტეთ სტუმრების სია, და გათვალეთ ქორწილის საშუალო ხარჯები. უკვე დროა ეძებოთ კარგი ფოტოგრაფი და ვიდეო ოპერატორი თქვენი ქორწილის საუკეთესო მომენტების აღსაბეჭდათ.

ქორწილამდე მე 4-ე თვე
მეორე ნახევართან ერთად გადაწვითეთ თქვენი მეჯვარეების ვინაობა და რაოდენობა. სულ მალე საქორწილო ტანსაცმლის შეკვეთის დრო დადგება ამიტომ ადრევე დაიწყეთ სტილის და დიზაინის შერჩევა. თვალი გადაავლეთ თაფლობისთვისთვის შესაფერის ადგილებს, მოიძიეთ ტურისტული ფირმები და დაგეგმეთ დაუვიწყარი თაფლობის თვე.

ქორწილამდე მე 3-ე თვე
მოიძიეთ საუკეთესო ყვავილების თაიგულის დიზაინი და შეარჩიეთ ყვავილების მაღზია, შეარჩიეთ ყვავილები როგორც თქვენთვის ასევე დარბაზის დეკორისთვის. სტუმრების რაოდენობის გათვალისწინებით გადაწყვიტეთ საქორწინო დარბაზი, და შეუთანხმდით მათ ქორწილის თარიღზე. შეარჩიეთ მენიუ და შეთანხმდით თანხაზე, რათა თავიდან აიცილოთ ქორწილის შემდგომი გაუგებრობები. აქვე მოიძიეთ მომღერლების და დამკვრელების ჯგუფები, და დააზუსტეთ მათი საკონცერტო პროგრამა.

ქორწილამდე მე 2-ე თვე
თქვენს მეორე ნახევართან ერთად გადაწყვიტეთ თუ რა მანქანა მოგემსახურებათ ქორწილში, თუ ლიმუზინზე შეთანხმდებით, ამ შემთხვევაში დროულად დაბრონეთ იგი თქვენი ქორწილის დღისთვის. ამ დროისათვის თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ საქორწილო სამოსი, რიგ შემთხვევაში ისინი მზადების პროცესშია, ხშირად კი უკვე ნაყიდია და ქორწილის დღის ლოდინში.

ქოწლის თვე
ამ თვის დასაწყისში თქვენ უკვეთავთ მოსაწვევებს წინასწარ გამზადებული სიის მიხედვით და აგვარებთ მათი ადრესატამდე მისვლის პრობლემას. ცდით სხვადასხვა საქორწინო ვარცხნილობებსა და მაკიაჟის ტიპებს. ამოწმებთ საქორწინო თაიგულის დიზაინს.თქვენი დიზაინით უკვეთავთ საქორწილო ტორტსა და ნამცხვრებს. კიდევ ერთხელ აზუსტებთ სტუმრების მაგიდებთან განთავსების სიას და გეგმას.
Наверх © 2015 Copyright. ყველა უფლება დაცულია.
მასალის კოპირებისას საიტის მითითება აუცილებელია!