ტეგების ღრუბელი
გისარგებლიათ თუ არა ჩვენი სერვისით?
პოპულარული
В виде календаря В виде списка ჩანაწერების არქივი
«    მარტი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარტი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
ნოემბერი 2016 (1)
ოქტომბერი 2016 (1)
სექტემბერი 2016 (1)
აგვისტო 2016 (3)

 

 
» » გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ
0

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ
თანამედროვე საპატარძლოები სულაც არ ტირიან ქორწილის წინ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულები არიან და ცდილობენ გათხოვებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გაატარონ. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გოგონების თავშეყრა, როგორიც მოგესურვებათ...

შეიძლება დაქალებს სახლში მოუყაროთ თავი, ან კაფეში წახვიდეთ, ან სულაც ბუნებაში. მთავარი წესია: მამაკაცების გარეშე გართობა.
რა თქმა უნდა ეს შეკრება იმისათვისაა საჭირო, რომ საპატარძლომ უკანასკნელად გაატაროს დრო თავისუფალი გოგონას რანგში, დატკბეს თავისუფლებით, რადგან ხვალიდან იგი სულ სხვა ადამიანი იქნება, და ამის შემდეგ ყველა მისი მოქმედების მეუღლესთან შეთანხმება მოუწევს. ასეთი თავშეყრა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სახლში, ასევე საუნაში, ლუდისა და მასაჟისტი ბიჭების თანხლებით.

არ არის აუცილებელი ამ თავშეყრის მაინც და მაინც ქორწილის წინა დღეს გაკეთება, რადგან მეორე დღეს შესაძლოა პატარძალი და მისი დაქალები გამოუძინებლები და გადაღლილები იყვნენ. უკეთესია ეს დრო რაციონალურად გამოიყენოთ და ქორწილისათვის მოემზადოთ.

შეიძლება რამდენიმე თავშეყრის მოწყობა: ერთი სამსახურში – კოლეგებისათვის, მეორე – დაქალებისათვის, მესამე ნათესავების ან მეზობლებისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნებაზე და შესაძლებლობაზე.

სამოსის შერჩევა გოგონების თავშეყრისათვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გაიმართება ეს ღონისძიება.

ქალთა საზოგადოებაში შესაძლებელია ცოტა მოდუნება და ბუნებრივობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ ეცდებით ბიჭების თავშეყრის ადგილზე მოხვედრას თქვენს საქმროსთან. დაე გაატაროს საკუთარი თავისუფლების უკანასკნელი დღე, როგორც მას მოესურვება. თქვენ კიდევ ბევრი დრო გექნებათ ერთად მოაწყოთ დღესასწაულები.

თუ მხოლოდ ერთი დაქალი გყავთ, მაგრამ ძალიან ახლობელი, ძალიანაც კარგი. არამგონია მოწყენის საშუალება გქონდეთ. თქვენ ხომ იმდენი რამ გექნებათ სალაპარაკო... შეგიძლიათ ნათესავებთან წახვიდეთ სტუმრად – ესეც თავშეყრის ერთ-ერთი საშუალებაა.
თუმცა, დედასთან გატარებული დღეც არ იქნება ურიგო, პირიქით ეს შესანიშნავი და ამაღელვებელი იქნება.

შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენმა ერთერთმა დაქალმა შესაძლოა თავად ითაოს მსგავსი შეკრება, სიამოვნებით მოამზადოს რაიმე გემრიელი და სტრიპტიზიორი ბიჭუნებიც არ დაავიწყდეს, თუმცა იქნებ ერთიც იმყოფინოთ... რომელიც დამალული იქნება ტორტში ან ფარდის უკან.

სასურველია თუ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებს გაუკეთებთ ამ დღის გასახსენებლად.

მოკლედ, სადაც ბევრი ქალებია, იქ გასართობს რა გამოლევს...

მსგავსი სიახლეები:

  • საქორწილო ყვავილების შერჩევასაქორწილო ყვავილები საქორწილო ყვავილების თაიგულის შერჩევა პატარძლის მეჯვარეს ევალება, იგი პატარძლის კაბის და საერთო დეკორის მიხედვით (ასევე პატარძლის გემოვნების შესაბამისად) უკვეთავს საქორწილო
  • ნოსტალგია (მონატრების ფილმი)ეს კატეგორია მოიცავს ვიდეო ფილმის გადაღებას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან წასული ქართველებისთვის. რამდენჯერ ყოფილა როდესაც გინატრიათ ერთი საათით მაინც ყოფილიყავით თქვენს ქვეყანაში, ქალაქში,
  • როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვისროგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება, ამიტომ,
  • ხუთი ხერხი ორიგინალური ქორწილისათვისხუთი ხერხი ორიგინალური ქორწილისათვის ქორწილი – განსაკუთრებული მოვლენაა. ამიტომ მისი ჩატარებაც განსაკუთრებულადაა საჭირო. ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გახადოთ ეს დღესასწაული დაუვიწყარი
  • საქორწილო სამზადისის 6 თვედავგეგმოთ საქორწილო სამზადისის 6 თვე ქორწილამდე მე 6-ე თვე ამ თვეში თქვენ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ ქორწილის დღე და რიცხვი, ასევე ხელმოწერისა და ჯვრისწერის ცერემონიის ადგილი. ქორწილამდე მე 5-ე


კომენტარის დამატება

სახელი:*
E-Mail:
კომენტარი:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
შეიყვანეთ კოდი: *
კოდის განახლება
Наверх © 2015 Copyright. ყველა უფლება დაცულია.
მასალის კოპირებისას საიტის მითითება აუცილებელია!