ტეგების ღრუბელი
პარტნიორები
სერიალები ქართულად
qartuli filmebi
ასტროლოგია
animaciebi qartulad
RECstudio.GE
File.Pirveli.Ge
დასვით შეკითხვა და თქვენ გიპასუხებთ ოპერატორი

ვალუტის კურსი
პოპულარული
В виде календаря
В виде списка
ჩანაწერების არქივი
0

მოგეხსენებათ, რომ ცოტახნის წინ რეალური შოუ “ამტანის” მონაწილე და "ემო" იმიჯის მქონე მომღერალმა ეშლიმ როკ ჯგუფი "E.N.D" ჩამოაყალიბა, რომლის სოლისტიც თავად იყო. თუმცა ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა მოღვაწეობა შეწყვიტა, ხოლო ჯგუფის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ეშლი სოლო კარიერას იწყებს. მისი პერსონით სტუდია "მიქსის" პროდიუსერი ლევან ლომაშვილი დაინტერესდა, რომელმაც მომღერალს კონტრაქტი გაუფორმა. კონტრაქტის ფარგლებში ეშლის საპროდიუსერო კამპანიას, სტუდია მიქსი გაუწევს. პირველი ერთობლივი ნამუშევარი კი საზოგადოებისთვის ახლო მომავალში იქნება ცნობილი. სიმღერაზე სახელწოდებით "эмо мысли," რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც თავად ეშლია, სულ მალე კლიპსაც გადაიღებენ. სიმღერა დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა რადიო სადგურებში და სწორედ ამიტომ შეჩერდა არჩევანი ამ სიმღერაზე. დამზადების პროცესშია აგრეთვე ეშლის ოფიციალური ვებ გვერდი, რომელიც როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი შავ-ვარდისფერ ანუ "ემო" ფერებში იქნება აწყობილი. რაც შეეხება კლიპს, რომელიც სტუდია მიქსის ბაზაზე დამზადდება საქართველოში პირველი ემო კლიპი იქნება. როგორც ეშლის პროდიუსერმა მიქს ნიუსს განუცხადა კლიპი აუცილებლად გამოიწვევს აჟიოტაჟს მაყურებელში. თუმცა დეტალებზე ღიად არ საუბრობს.
ჩვენი საიტის მნახველებს კი გაცნობებთ, რომ კლიპის გადაღების პროცესის და ექსკლუზიური ფოტოების ნახვის საშუალება, გადაღების დაწყებისთანავე გექნებათ.
ეშლი სოლო კარიერას იწყებს
- განათავსა: vanex
- თარიღი: 2 ოქტომბერი 2008
- ნანახია: 4310