ტეგების ღრუბელი
გისარგებლიათ თუ არა ჩვენი სერვისით?
პოპულარული

В виде календаря В виде списка ჩანაწერების არქივი
«    აპრილი 2009    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ივლისი 2017 (1)
ივნისი 2017 (1)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (1)
თებერვალი 2017 (1)
ნოემბერი 2016 (1)

 

 
» სიახლეები აპრილი 2009 წელი
1

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ

გოგონების თავშეყრა გათხოვების წინ
თანამედროვე საპატარძლოები სულაც არ ტირიან ქორწილის წინ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულები არიან და ცდილობენ გათხოვებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გაატარონ. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ გოგონების თავშეყრა, როგორიც მოგესურვებათ...

შეიძლება დაქალებს სახლში მოუყაროთ თავი, ან კაფეში წახვიდეთ, ან სულაც ბუნებაში. მთავარი წესია: მამაკაცების გარეშე გართობა.
რა თქმა უნდა ეს შეკრება იმისათვისაა საჭირო, რომ საპატარძლომ უკანასკნელად გაატაროს დრო თავისუფალი გოგონას რანგში, დატკბეს თავისუფლებით, რადგან ხვალიდან იგი სულ სხვა ადამიანი იქნება, და ამის შემდეგ ყველა მისი მოქმედების მეუღლესთან შეთანხმება მოუწევს. ასეთი თავშეყრა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სახლში, ასევე საუნაში, ლუდისა და მასაჟისტი ბიჭების თანხლებით.

არ არის აუცილებელი ამ თავშეყრის მაინც და მაინც ქორწილის წინა დღეს გაკეთება, რადგან მეორე დღეს შესაძლოა პატარძალი და მისი დაქალები გამოუძინებლები და გადაღლილები იყვნენ. უკეთესია ეს დრო რაციონალურად გამოიყენოთ და ქორწილისათვის მოემზადოთ.

შეიძლება რამდენიმე თავშეყრის მოწყობა: ერთი სამსახურში – კოლეგებისათვის, მეორე – დაქალებისათვის, მესამე ნათესავების ან მეზობლებისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ნებაზე და შესაძლებლობაზე.

სამოსის შერჩევა გოგონების თავშეყრისათვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გაიმართება ეს ღონისძიება.

ქალთა საზოგადოებაში შესაძლებელია ცოტა მოდუნება და ბუნებრივობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: ნუ ეცდებით ბიჭების თავშეყრის ადგილზე მოხვედრას თქვენს საქმროსთან. დაე გაატაროს საკუთარი თავისუფლების უკანასკნელი დღე, როგორც მას მოესურვება. თქვენ კიდევ ბევრი დრო გექნებათ ერთად მოაწყოთ დღესასწაულები.

თუ მხოლოდ ერთი დაქალი გყავთ, მაგრამ ძალიან ახლობელი, ძალიანაც კარგი. არამგონია მოწყენის საშუალება გქონდეთ. თქვენ ხომ იმდენი რამ გექნებათ სალაპარაკო... შეგიძლიათ ნათესავებთან წახვიდეთ სტუმრად – ესეც თავშეყრის ერთ-ერთი საშუალებაა.
თუმცა, დედასთან გატარებული დღეც არ იქნება ურიგო, პირიქით ეს შესანიშნავი და ამაღელვებელი იქნება.

შესაძლებელია კიდევ ერთი ვარიანტი. თქვენმა ერთერთმა დაქალმა შესაძლოა თავად ითაოს მსგავსი შეკრება, სიამოვნებით მოამზადოს რაიმე გემრიელი და სტრიპტიზიორი ბიჭუნებიც არ დაავიწყდეს, თუმცა იქნებ ერთიც იმყოფინოთ... რომელიც დამალული იქნება ტორტში ან ფარდის უკან.

სასურველია თუ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებს გაუკეთებთ ამ დღის გასახსენებლად.

მოკლედ, სადაც ბევრი ქალებია, იქ გასართობს რა გამოლევს...
Наверх © 2015 Copyright. ყველა უფლება დაცულია.
მასალის კოპირებისას საიტის მითითება აუცილებელია!